"ინტერი": სნეიდერზე არავინ დაგვლაპარაკებია

AutoSharing Option
"ინტერის" აღმასრულებელმა დირექტორმა ერნესტო პაოლილომ განაცხადა, რომ ამ ზაფხულს მილანურ კლუბისთვის ნახევარმცველ ვესლი სნეიდერის შეძინის თაობაზე არავის მიუმართავს.

შეგახსენებთ, რომ მანამდე საუბარი იყო 27 წლის ჰოლანდიელით "ჩელსის", "მალაგისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" დაინტერესებაზე. ამ უკანასნელზე იმასაც ამბობდნენ, ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმაო.

"რა თქმა უნდა, ჩვენც შევიტყვეთ "მანჩესტერ იუნაიტედისგან" სნეიდერით დაინტერესების შესახებ, მაგრამ ოფიციალური წინადადებით "ინტერისთვის" არავის მოუმართავს.

არ გამოვრიცხავ, რომ ვესლიმ გუნდი შეიცვალოს. თუკი ვინმე მის სანაცვლოდ კარგ ფასს შემოგვთავაზებს, მის მილანში დაკავებას არავინ ეცდება", - განაცხადა პაოლილომ.

მომზადებულია
Daily Mail
-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული