"იუვენტუსმა" ისევ მოიგო

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსმა" სამი დღის განმავლობაში უკვე მეორედ მოიგო. სამხრეთ ამერიკული ტურნეს დროს ტურინელებმა მექსიკურ "ჩივას" 1:0 სძლიეს. ამავე ანგარიშით იტალიელებმა წინა დღეს მექსიკური "ამერიკა" დაამარცხეს.

"იუვენტუსისა" და "ჩივასის" შეხვედრა ამერიკულ ქალაქ როლში გაიმართა. შეხვედრის ერთადერთი გოლი 12 წუთზე იტალიის ნაკრების თავდამსხმელმა ფაბიო კვალიარელამ გაიტანა. ფეხბურთელმა "ჩივასის" მცველის შეცდომით ისარგებლა და ბურთი კარის მარცხენა კუთხეში დაარტყა, რითაც თავისი გუნდი დააწინაურა.

"ჩივასის" ამხანაგური შეხვედრა, ასევე "რეალთანაც" ჰქონდა და შეხვედრა მადრიდელების გამარჯვებით 3:0 დამთავრდა. 3 აგვისტოს მექსიკელები "ბარსელონას" შეხვდებიან, რომელიც სამხრეთ ამერიკულ ტურნს
ატარებს.

მომზადებულია AFP-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული