ფრანჩესკო ტოტის ცოლი გამოესარჩლა

AutoSharing Option
"რომას" კაპიტანმა ფრანჩესკო ტოტიმ უნდა დაიკვეხნოს, ცოლი მყავსო - მისი მეორე ნახევარი ილარი ბლაზი, გარდა იმისა, რომ შეხედული ქალია, თურმე ქმარზე აუგის თქმასაც არავის შეარჩენს.

ცოტა ხნის წინ რომაული კლუბის მომავალმა გენერალურმა მენეჯერმა ფრანკო ბელდინიმ ტოტის პროფესიონალიზმი ეჭვქვეშ დააყენა და "რომას" ლეგენდის კარიერის არცთუ შთამბეჭდავი პერსპექტივები დახატა.

"ტოტი კიდევ ოთხ-ხუთ წელიწადს იმ შემთხვევაში ითამაშებს, თუკი მთელ ყურადღებას მხოლოდ ფეხბურთს დაუთმობს. მაგრამ მას ჯერ სიზარმაცისა და სხვა რაღაცეებისგან თავის დაღწევა მართებს. თუ ტოტი სიტუაციის გაკონტროლებას შეძლებს, მხოლოდ მაშინ ექნება საფეხბურთო მომავალი",
- თქვა ბალდინიმ.

"ტოტი ზარმაციაო? - გაკაპასდა ილარი. - ეს შეურაცხყოფაა. ფრანჩესკო უქნარა რომ ყოფილიყო, ფეხბურთს კარგა ხნის ჩამოშორებული იქნებოდა, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ დიდებაზე, რაც მოიპოვა. ფრანჩესკოს უყვარს კარგად ცხოვრება, მაგრამ სულაც ეს არ უშლის ხელს, "რომას" ტიფოზები გააბედნიეროს".

შეგახსენებთ, რომ ტოტის "რომასთან" კონტრაქტი კიდევ სამი სეზონით აკავშირებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული