ცოტა ხნის წინ რომაული კლუბის მომავალმა გენერალურმა მენეჯერმა ფრანკო ბელდინიმ ტოტის პროფესიონალიზმი ეჭვქვეშ დააყენა და "რომას" ლეგენდის კარიერის არცთუ შთამბეჭდავი პერსპექტივები დახატა.
"ტოტი კიდევ ოთხ-ხუთ წელიწადს იმ შემთხვევაში ითამაშებს, თუკი მთელ ყურადღებას მხოლოდ ფეხბურთს დაუთმობს. მაგრამ მას ჯერ სიზარმაცისა და სხვა რაღაცეებისგან თავის დაღწევა მართებს. თუ ტოტი სიტუაციის გაკონტროლებას შეძლებს, მხოლოდ მაშინ ექნება საფეხბურთო მომავალი",
"ტოტი ზარმაციაო? - გაკაპასდა ილარი. - ეს შეურაცხყოფაა. ფრანჩესკო უქნარა რომ ყოფილიყო, ფეხბურთს კარგა ხნის ჩამოშორებული იქნებოდა, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ დიდებაზე, რაც მოიპოვა. ფრანჩესკოს უყვარს კარგად ცხოვრება, მაგრამ სულაც ეს არ უშლის ხელს, "რომას" ტიფოზები გააბედნიეროს".
შეგახსენებთ, რომ ტოტის "რომასთან" კონტრაქტი კიდევ სამი სეზონით აკავშირებს.