“ძალიან უკმაყოფილო ვარ, რადგან კალენდრის შედგენისას არც ერთი ჩვენი თხოვნა და რეკომენდაცია არ გაითვალისწინეს. არადა, მომდევნო სეზონში “ნაპოლიმ” ჩემპიონთა ლიგაზე უნდა ითამაშოს და ქვეყნის სახელი საერთაშორისო სარბიელზე დაიცვას. ყოველივე ამის შემდეგ, ნამდვილად არ მიკვირს, რომ ევროპულ ასპარეზზე წარუმატებლად გამოვდივართ და საკლუბო
იმდენად ვარ გაწბილებული, რომ არ გამოვრიცხავ ფეხბურთიდან საერთოდს წავიდე და კვლავ კინოინდუსტრიას დავუიბრუნდე. მეტიც, შეიძლება იტალიის მოქალაქეობაზეც კი ვთქვა უარი, რადგან ამ ქვეყანაში უამრავი სიბინძურე ხდება. უკმაყოფილო აშკარად რბილად ნათქვამია, აღშფოთებული ვარ და ამის დამალვის სურვილიც არ მაქვს”.
პრეზიდენტის პოზიცია “ნაპოლის” მთავარ მწვრთნელმა ვალტერ მაძარიმაც გაიზიარა:
“დე ლაურენტისს აბსოლუტურად ვეთანხმები და ვფიქრობ, რომ “ლეგა კალჩოს” მესვეურებმა საქმისადმი მიდგომა უნდა შეცვალონ. პირველ რიგში გუნდების ინტერესები უნდა გაითვალისწინონ და არა მაგალითად ტელეკომპანიების, რომლებსაც თავისი ინტერტესები აქვთ და ხშირად კარნახობენ რომელ დღეს და რომელ საათზე უნდა გაიმართოს ესა თუ ის პაექრობა. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ ვაგრძელებთ მზადებას ახალი სეზონისთვის და შევეცდებით, რომ საკუთარი ძალის დემონსტრირება რთულ პირობებშიც მოვახდინოთ. გასულ სეზონშიც არაერთ სირთულეს გადავწყდით, მაგრამ ყველა ბარიერი გადავლახეთ და სასურველ რეზულტატს მივაღწიეთ. დარწმუნებული ვარ, მომდევნო სეზონშიც ასე იქნება”.
ალბათ თქვენც გიკვირთ რატომ ატეხეს ამხელა ამბავი “ნაპოლის” წარმომადგენლებმა და ასეთი რა კალენდარი შეუდგინეს, რომ ბედთან შეგუება უჭირთ - ამაზე ისევ და ისევ დე ლაურენტისი ისაუბრებს: “მართალია, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კალენდარი ჯერ არ გაცხადებულა, მაგრამ პრაქტიკულად ცნობილია რომელ რიცხვებში გაიმართება პაექრობები. სერია ა-ს კალენდარი კი ისეა შედგენილი, რომ სწორედ ლიგის დროს გვიწევს გრანდებთან დაპირისპირება. გარდა ამისა, რამდენიმე პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი რჩევა არ გაითვალისწინეს, რამაც ძალიან დამწყვიტა გული. “ლეგა კალჩოს” მესვეურები ყველას უსმენენ გარდა კლუბებისა”.
დე ლაურენტისის კომენტარებს “ლეგა კალჩოს” ერთ-ერთი ხელმძღვანელი ადრიანო გალიანი გამოეხმაურა, რომელმაც “ნაპოლის” პრეზიდენტს სიმშვიდისკენ მოუწოდა. სენიორ ადრიანოს თქმით, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ვის როდის შეხვდები, თუ გუნდი კარგად იქნება მომზადებული ახალი სეზონისთვის, წარმატება ისედაც არ დაახამებსო. გალიანიმ წარმატებები უსურვა “ნაპოლის” ევროარენაზე და დასძინა, რომ საერთაშორისო სარბიელზე ნებისმიერი იტალიური გუნდის თავგადაკლული გულშემატკივარია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"