მოსალოდნელი ტრანსფერები: ჯილა "ჯენოაში", კასანო "ვიოლაში"?

AutoSharing Option
იტალიური საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, დიდი შანსია, რომ ალბერტო ჯილარდინომ კარიერა "ჯენოაში" გააგრძელოს, ხოლო ანტონიო კასანომ კი "ფიორენტინაში".

შეგახსენებთ, რომ "ჯენოამ" ამ დღეებში კონტრაქტი უნდა გაუფორმოს "ვიოლას" მეკარე სებასტიან ფრეის და გენუელებს მასთან ერთად ჯილაც სურთ. ალბერტოს ფასი დაახლოებით 18 მილიონი ევრო
ა.

"გაძეტა დელო სპორტი" წერს, რომ თუ ჯილარდინო "ჯენოაში" გადავა, "ფიორენტინა" "მილანიდან" ანტონიო კასანოს ყიდვას შეეცდება. ტრანსფერი საკმაოდ რეალურია, რადგან კასანოს "როსონერის" ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ათამაშებენ - "მილანის" თავკაცი მასიმილიანო ალეგრი მას ზლატან იბრაჰიმოვიჩს, ალეშანდრე პატოს და რობინიოს ამჯობინებს ხოლმე. ა

მასობაში, "მილანის" ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ ცეცხლზე ნავთი დაასხა და თქვა, თუ კასანო "მილანიდან" წასვლას მოისურვებს, გავყიდითო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული