არგენტინელი თავდამსხმელის ღირებულება 45 მილიონ ევროს შეადგენს. იტალიური კლუბი მზადაა ინგლისელებს მაიკონი შესთავაზოს, რომლის ფასი 20 მილიონი ევროა და დანარჩენი თანხა უკვე ნაღდი ანგარიშსწორებით გადაუხადოს. როგორც ცნობილია, "ინტერს" ეტო'ოს სანაცვლოდ უნდოდა ტევესის მიღება, თუმცა მილანური კლუბის პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ ეს გარიგება დაბლოკა.
შეგახსენებთ, რომ არგენტინელი ფეხბურთელის "მანჩესტერ სიტიდან" წასვლის მიზეზი ოჯახთან ახლოს ყოფნის სურვილია. ტევესის ოჯახი არგენტინაში ცხოვრობს.
მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით