"ატალანტა" იტალიის ჩემპიონატს -7 ქულით დაიწყებს

AutoSharing Option
სერია B-ის მომგები "ატალანტა" იტალიის ჩემპიონატის უმღლეს დივიზიონს არა 0, არამედ -7 ქულით დაიწყებს.

ამგვარი სასჯელი ბერგამოულ კლუბს გარიგებული მატჩების ირგვლივ ივნისში აგორებული სკანდალის გამო გამოუტანეს. კერძოდ, ეჭვობენ, რომ სერია B-ში "ატალანტას" მატჩი "პიაჩენცასთან" გარიგებული იყო.

ამასთან, გუნდის 38 წლის კაპიტანი კრისტიანო დონი ფეხბურთს - სამნახევარი, გუნდის ყოფილი მწვრთნელი ტომას მანფრედინი კი სამი წლით მოკვეთეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული