გალიანი: მალე სერია A-ს ფრანგული ლიგა 1 აჯობებს

AutoSharing Option
"მილანის" ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ გამოთქვა მოსაზრება, რომ უეფას რეიტინგში იტალიის მდგომარეობა მომავალში კიდევ უფრო გაუარესდება. როსონერის ერთერთი ხელმძღვანელი დარწმუნებულია, რომ სერია A-ს სულ მალე საფრანგეთის ჩემპიონატიც გადაუსწრებს.

შეგახსენებთ, რომ 2012/13 წლების სეზონში იტალია ჩემპიონთა ლიგაში ერთ ადგილს გერმანიას დაუთმობს.

ადრიანო გალიანი: "იტალიური ჩემპიონატი, პრესტიჟულ რესტორანს რომ შევადაროთ, იაფფასიან პიცერიად გადაიქცა. სულაც არ გამიკვირდება, რამდენიმე წლის შემდეგ სერია A-ს უეფას ჩემპიონატების რეიტინგში ფრანგული ლიგა 1 თუ გადაუსწრებს.

საუბედუროდ, იტალიას ყველა კარგი ფეხბურთელი მალევე ტოვებს. ავიღოთ თუნდაც ალექსის სანჩესისა და ხავიერ პასტორეს
ბოლო დროს განხორციელებული ტრანსფერები.

ვფიქრობ, ერთერთი უმთავრესი პრობლემა ტელეტრანსლირების უფლების დაბალ გადასახადებში იმალება. მაგალითისთვის, ამაში "მილანმა" გასულ სეზონში 73 მილიონი ევრო გამოიმუშავა, "ბარსელონამ" და "რეალმა" კი - 140 მილიონზე მეტი!"

მომზადებულია La Gazzetta dello Sport-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული