"ტუტოსპორტის" ინფორმაციით, 24 წლის ელია "იუვენტუსისთვის" სასურველ ფეხბურთელებს შორის ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზეა. ხსენებული გამოცემა წერს, რომ "ჰამბურგი" მზადაა, ელია 8 მილიონ ევროდ დათმოს. შეგახსენებთ, რომ ჩრდილოგერმანულმა კლუბმა ელია ორი წლის წინ, "ტვენტედან" შედარებით ძვირად, 9 მილიონად იყიდა.
ამასობაში, "იუვეს" თავდამსხმელმა ვინჩენცო იაკვინტამ უარყო ხმები იმის შესახებ, თითქოს ტურინიდან წასვლას აპირებეს. "კლუბში ჩვენთვის არავის უთქვამს, ვინჩენცი "იუვედან" უნდა
ლეგენდარულმა იუვენტუსელმა, წარსულში ცნობილმა მეკარემ, დინო ძიფმა კი "იუვეს" ახალწვეული მირკო ვუჩინიჩი შეუქო. "მირკო ვუჩინიჩის ყიდვა ძალიან კარგი გადაწყვეტილება იყო. "რომას" ყოფილი თავდამსხმელი სწორედ ის ფეხბურთელია, ვინც "იუვენტუსს" ყველაზე მეტად სჭირდებოდა, - უთხრა ძოფმა "კალჩონიუსს", - მიმაჩნია, რომ ვუჩინიჩი ტოპ-ფეხბურთელია და აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და "იუვეს" გენერალურ დირექტორ ბეპე მაროტას ამ ტრანსფერის გამო შევაქებ. ვფიქრობ, "იუვენტუსისთვის" ეს სეზონი ძალიან წარმატებული იქნება. მომწონს ტურინული კლუბის ახალი მწვრთნელი ანტონიო კონტე და ყველა ფეხბურთელი, რომლებიც "ბებერმა ქალბატონმა" იყიდა. არ ვიცი, იქნება თუ არა ეს ყველაფერი საკმარისი იმისათვის, რომ "იუვემ" "სკუდეტო" მოიგოს, მაგრამ ფაქტია, რომ "იუვენტუსი" შარშანდელზე გაცილებით უკეთეს სეზონს ჩაატარებს."
ტურინულ კლუბში ეიფორია რომაა, ამას გაყიდული აბონემენტების რაოდენობაც ადასტურებს, რაც არა მარტო ტრანსფერებისა და ახალი მწვრთნელის, არამედ, პირველ რიგში ახალი სტადიონის დამსახურებაა. "იუვენტუსს" ახლა უკვე თავისი პერსონალური არენა აქვს, რომელიც 41 000 მაყურებელს იტევს. თუკი შარშან "იუვენტუსმა" მხოლოდ 14 600 სეზონური აბონემენტი გაყიდა, წელს ეს რიცხვი უკვე 23 000-ია.
"იუვენტუსი" ახალ სეზონში პირველ ოფიციალურ საშინაო მატჩს ახალ არენაზე 11 სექტემბერს, "პარმასთან" ჩაატარებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"