"რომა" კიაერის იჯარაზე ფიქრობს

AutoSharing Option
"რომას" ხელმძღვანელები არ კარგავენ იმის იმედს, რომ გერმანული "ვოლფსბურგიდან" დანიელი მცველის, სიმონ კიაერის არენდით აყვანას მოახერხებენ.

ახალგაზრდა უკანახაზელი დიდი ხანია, "ჯალოროსის" შეფების თვალთახედვის არეშია მოქცეული, მაგრამ რომაელები "ვოლფსბურგთან" შეთანხმებას ვერ ახერხებენ.

იტალიური პრესის ინფორმაციით, "ჯალოროსიმ" გერმანულ კლუბს კიაერის სანაცვლოდ 6 მილიონი ევრო შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო. შესაბამისად, იტალიელები ახლა კიაერის ერთწლიან არენდაზე ფიქრობენ. შეგახსენებთ, რომ "ვოლფსბურგს" კიაერი (პალერმოდან იყიდა) შარშან 13 მილიონი ევრო დაუჯდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული