35 წლის ფეხბურთელი აცხადებს, რომ "როსონერიმ" მეტოქეს საკუთარი თამაში უნდა მოახვიოს თავს და პირველ რიგში, საკუთარ მოქმედებებზე იფიქროს. შეგახსენებთ, რომ პრინციპულ მეტოქეებს შორის შეხვედრა პეკინში გაიმართება.
"ვნახოთ, "ინტერი" სამი მცველით ითამაშებს თუ ოთხით. როგორც უნდა იყოს, მეტოქეს საკუთარი თამაში უნდა მოვახვიოთ თავს და ისე ვითამაშოთ, როგორც გვჩვევია. ამჟამად არცთუ ცუდ ფორმაში ვიმყოფებით", - განაცხადა ზეედორფმა.