მილანური ბაქი-ბუქი დიდი მატჩის წინ

AutoSharing Option
დღეს, პეკინში იტალიის სუპერთასის პაექრობა გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს ორი მილანური გუნდი დაუპირისპირდება. ბუნებრივია, რომ ამ მატჩების მიმართ ინტერესი განუზომლად დიდია და შესაბამისად, იტალიურ სპორტულ პრესაში უამრავი სტატია იწერება.

წინასამატჩო ანალიზით თავს არ შეგაწყენთ, რადგან სეზონი ჯერ არ დაწყებულა, არავინ იცის ვინ როგორ ფორმაშია და შესაბამისად, სავარაუდო შემადგენლობებიც ერთმანეთისგან რადიკალურად განსვავებული ვრცელდება. ამიტომ, უმჯობესია, რომ დაველოდოთ შევედრის დაწყებას, იქამდე კი წინასამატჩო ბაქი-ბუქს გადავავლოთ თვალი.

"მილანის" ნაევარმცველი ჯენარო გატუზო დარწმუნებულია, რომ სუპერთასი სწორედ მის გუნდს დარჩება:
"მეტოქეს ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ
პრაქტიკულად დარწმუნებული ვარ, რომ თასს ჩვენ წამოვიღებთ. სიმართლე გითხრათ, მერჩივნა მილანში გვეთამაშა, მაგრა,მ რადგან პეკინში უნდა შევერკინოთ პრინციუპულ მეტოქეს, ვეცდებით ჩინელ გულშემატკივრებს თავი საუკეთესო კუთხით ვანახოთ, ჩემი ინფორმაციით, ყველა ბილეთი გაყიდულია, რაც ენთუზიაზმს კიდევ უფრო მმატებს. ვის ვუფრთი მეტოქე გუნდიდან? – "ინტერის" ძალა გუნდურობაშია და ჩვენც გუნდურად უნდა დავუდგეთ – დანარჩენი უშუალოდ მოედანზე გამოჩნდება".

მასიმილიანო ალეგრის თქმით, მის გუნდს გამარჯვების მეტი შანსი აქვს:
"როგორც წესი, ასეთ პაექრობებში შანსები 50/50-ზეა, მაგრამ ამ შემთხვევაში მაინც მგონია, რომ ჩვენ უკეთეს მდგომარეობაში ვიმყოფებით. ყველაფერს რომ თავი დავანებით, ამ გუნდის დაყენება ერთი წლის წინ დავიწყე და უკვე ძალიან კარგ შედეგებს მივაღწიეთ, მაშინ, როდესაც ჯანპიერო გასპოერინის თავკაცობით "ინტერს" არც ერთი ოფიციალური შეხვედრა არ აქვს ჩატარებული. ეს გარკვეულ უპირატესობას გვაძლევს, რაც აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. შემადგენლობაზე ვერაფერს გეტყვით, რადგან ჯერ მე თვითონ არ ვარ ჩამოყალიბებული. ძირითად თერთმეტეულს მატჩის დაწყებამდე ორი საათით ადრე გავაცხადებ და იქამდე მოთმენა მოგვიწევს. ვინც არ უნდა იყოს ძირითად შემადგენლობაში, გპირდებით, რომ გუნდი ბოლომდე დაიარჯება".

"ინტერის" ბანაკიდან ესტებან კამბიასო გამოჩნდა ჟურნალისტებთან და მეტოქეს შემდეგი სიტყვებით დაემუქრა:
"გასული სეზონი "მილანის" გამოდგა და ამიტომ, რევანშისტულად ვართ განწყობილი. ასეთ დროს "ინტერი" ძალიან საშიშია და დარწმუნებული ვარ, რომ გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება. ეს ის შემთხვევაა, როდესაც საკუთარ თავში ბოლომდე ვართ დარწმუნებულნი, რაც ძალიან კარგად მაქვს დაცდილი. მოკლედ, განწყობა ოპტიმისტურია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული