ეტოომ კონფლიქტი უარყო

AutoSharing Option
იტალიური სპორტული გაზეთები წალეკა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ სამუელ ეტოოსა და ჯანპიერო გასპერინის შორის სერიოზული კონფლიქტი მოხდა და არ არის გამორიცხული, კამერუნელმა სხვა გუნდში გადასვლის გადაწყვეტილება მიიღოს.

"გაძეტა დელო სპორტის" ცნობით, გასპერინი ეტოოს გარემარბის პოზიციაზე გამწესებას უპირებს, კამერუნელს კი როგორც ყოველთვის ცენტრფორვარდობა ურჩევნია.

შეგახსენებთ, რომ ეტოო თავდამსმელის პოზიციაზე ლეონარდომ გადაიყვანა და შედეგად, გასულ სეზონში ორ ათეულზე მეტი გოლი გაიტანა.

გასპერინისთან მომდარ კონფლიქტს აფრიკელი უარყოფს:
"გასპერინისთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს და კონფლიქტი კი არა, შელაპარაკება რაა, ისიც კი არ მოგვსვლია -
ახალ მთავარ მწვრთნელს შესანიშნავად შევეწყვე და დიდი იმედი მაქვს, რომ ერთად კიდევ დიდ ხანს მოგვიწევს მუშაობა. რატომ დაირხა ეს ხმები? - ალბათ იმიტომ, რომ ერთ-ერთ ვარჯიშზე ჟურნსალისტების თანდასწრებით გუნდის ტაქტიკურ სქემას მწვრთნელთან ერთად ვარჩევდი და საკმაოდ ემოციურად ვსაუბრობდი. როგორც ჩანს, მედიის წარმომადგენლებმა ჩათვალეს, რომ ჩვენ შორის გაუგებრობა მოხდა და კონფლიქტი წარმოიშვა. მიკვირს, რადგან ჩვენ ყველასთვის გასაგებ ენაზე, იტალიურად ვსაუბრიბდით".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული