"ძალიან მსიამოვნებს ამ ფორმის ტარება. ახალმა თანაგუნდელებმა გულთბილად მიმიღეს და თავი უმალ გუნდის ნაწილად ვიგრძენი.
ვიცი, რომ მწვრთნელი ჩემგან ბევრს მოელის და მეც ვეცდები, მთლიანად გავამართლო მისი ნდობა. ჩვენ ყველამ მუხლჩაუხრელად უნდა ვიშრომოთ და წინ ვიაროთ", - განუცხადა ჩერნოგორიელმა ფეხბურთელმა ტურინული კლუბის ოფიციალურ საიტს.