ლამელა ოფიციალურად რომაელია

AutoSharing Option
ერთ-ერთ წინა ნომერში გაუწყეთ, რომ "რომას" მესვეურებმა ერიკ ლამელას ტრანსფერზე მუშაობა წარმატებით დაასრულეს და იქვე დავძინეთ, რომ სულ მალე, ფეხბურთელსა და კლუბს შორის ოთხწლიანი ხელშეკრულება გაფორმდებოდა.

ასე აგიხდეთ ყველაფერი, გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 19 წლის არგენტინელმა გააფორმა კონტრაქტი და დღეიდან "ჯალოროსის" სრულფასოვანი ფეხბურთელია.

"გაძეტა დელო სპორტის" ინფორმაციით, არგენტინული კლუბი ლამელას სანაცვლოდ 12 მილიონ ევროს მიიღებს, ფეხბურთელის ჯამაგირი კი პირველ ორ სეზონში 1.8 მილიონი ევრო, ბოლო ორ სეზონში კი 2.5 მილიონი ევრო იქნება. სხვადასხვა სახის ბონუსების ჩათვლით, ფეხბურთელის წლიურმა ანაზღაურებამ შესაძლოა
2.85 მილიონ ევროსაც კი მიაღწიოს. "რომას" სპორტული დირექტორი ვალტერ საბატინი ტრანსფერით ძალიან კმაყოფილია:

"ლუის ენრიკეს ძალიან უნდოდა ლამელას გადაბირება და მიხარია, რომ მისი სურვილი ავასრულეთ. ლამელას ერთი წლის განმავლობაში ვაკვირდებოდით და მიუხედავად იმისა, რომ "რივერ პლეიტისთვის" სეზონი წარუმატებელი გამოდგა, თვითონ ფეხბურთელმა თავი საუკეთესო კუთხით წარმოაჩინა. შესაბამისად, მისი გადაბირებისთვის ყველაფერი ვიღონეთ და შედეგიც სახეზეა".

შეგახსენებთ, რომ "რომამ" ლამელას გარდა მარტენ სტეკელენბურგი, ბოიან კრკიჩი, გაბრიელ ჰაინცე და ხოსე ანხელი დაიმატა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული