დემეტრიო ალბერტინი: იმედი მაქვს, საქმე გაფიცვამდე არ მივა

AutoSharing Option
იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტმა დემეტრიო ალბერტინიმ იმედი გამოთქვა, რომ ფეხბურთელების შესაძლო გაფიცვის საქმე დადებითად გადაწყდება და ჩემპიონატის სტარტი არ გადაიწევს.

იტალიის ნაკრების და "მილანის" ყოფილი ფეხბურთელის თქმით, მოთამაშეთა ასოციაციასა და საფეხბურთო ლიგის ხელმძღვანელობას შორის წინააღმდეგობის მოსაგვარებლად დრო საკმაოდ არის.

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელების უფლებების შესახებ ხელშეკრულებას ხელი ჩემპიონატის დაწყებამდე - 27 აგვისტომე უნდა მოეწეროს.

"სერია А-ს სეზონის დაწყებამდე დაახლოებით 20 დღე რჩება, ამიტომ დიდი იმედი მაქვს, რომ შექმნილი მდგომარეობა სასიკეთოდ გადაწყდება. ვფიქრობ, არანაირი გაფიცვა არ იქნება და ჩემპიონატს დროულად დავიწყებთ", -
განაცხადა ალბერტინიმ.

მომზადებულია La Gazzetta dello Sport-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული