ტოტის ოფიციალური დებიუტი "რომაში" 1993 წლის მარტში ჰქონდა და მას "სტადიო ოლიმპიკოზე" 600-ზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული. მიუხედავად რამდენიმე ინდივიდუალური ჯილდოს დაუფლებისა, ტოტის "ოქროს ბურთი" არასდროს მოუგია და რანიერი მიიჩნევს, რომ ფრანჩესკოს კარიერა სწორად რომ განესაზღვრა, პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულს მოიპოვებდა.
"ვფიქრობ თუ არა, რომ ის ზარმაცია? დიახ, უნდა
ფრენკ ლამაპარდთან და ალესანდრო დელ პიეროსთანაც მიმუშავია, მაგრამ ფრანჩესკო საუკეთესო ფეხბურთელია. განსხვავება ის არის, რომ ხსენებულ ორ ფეხბურთელს საქმისადმი უკეთესი დამოკიდებულება ჰქონდა. ისინი ვარჯიშებზე ყოველთვის თავგამოდებით ირჯებოდნენ და მოედანს უკანასკნელნი ტოვებდნენ. ტოტი კი პირიქით, გასახდელში პირველი შედიოდა".
რანიერი ტოტისთან 2009 წლის სექტემბრიდან 2011 წლის თებერვლამდე მუშაობდა, სანამ არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო დაითხოვდნენ.
მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით