"ატალანტას" 6 ქულა დააკლეს

AutoSharing Option
იტალიის ფეხბურთის ფედერაციის დისციპლინარულმა კომიტეტმა სერია ა-ს ახალ სეზონში "ატალანტას" 6 ქულა დააკლო.

კლუბი არალეგალური ფსონების სკანდალში მონაწილეობისთვის დასაჯეს. "ატალანტას" კაპიტანი კრისტიანო დონი 3.5 წლით არის დისკვალიფიცირებული, ხოლო იტალიის ნაკრებისა და "ლაციოს" ყოფილი ფეხბურთელი ჯუზეპე სინიორი ფეხბურთიდან 5 წლით მოკვეთეს. ასევე იტალიის ქვედა დივიზიონის გუნდებიც დაისაჯნენ. "ბენევენტოს" 9 ქულა მოაკლდა, "ასკოლმა" "ატალანტას" ბედი გაიზიარა, ხოლო "პიაჩენცა" 4 ქულით გამინუსდა.

შეგახსენებთ, რომ პროკურორი სტეფანო პალაცი "ატალანტისთვის" 7 ქულის დაკლებას, სინიორის ფეხბურთიდან სამუდამო მოკვეთას და "ასკოლისთვის" ქულების დაკლების გარდა, ჯარიმის სახით 90
ათასი ევროს გადახდას ითხოვდა.

"კიევო" და კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი, რომლებიც ასევე გარეულნი არიან არალეგალური ფსონების საქმეში, გამოძიებასთან თანამშრომლობის გამო მძიმე სასჯელს გადაურჩნენ.

"კიევომ" ჯარიმის სახით 80 ათასი ევრო უნდა გადაიხადოს, ხოლო სტეფანო ბეტარინიმ და "ასკოლის" მცველმა ვიტორიო მიკოლუჩიმ 14-თვიანი დისკვალიფიკაცია მიიღეს.

მომზადებულია АР-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული