ანტონიო კონტე: ფავორიტები ”მილანი” და ”ინტერი” არიან

AutoSharing Option
"იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე გუნდის წინასასეზონო მზადებით კმაყოფილია. იტალიელი სპეციალისტის აზრით, მისმა შეგირდებმა სჯობს საკუთარ თავზე იფიქრონ, საკუთარი სამუშაო შეასრულონ და მეტოქეებს ყურადღება არ მიაქციონ.

42 წლის მწვრთნელმა აღნიშნა, რომ სკუდეტოსთვის ბრძოლაში ფავორიტები "მილანი" და "ინტერი" არიან.

"ჩემი ბიჭებით ძალიან კმაყოფილი ვარ, წინასასეზონო შეკრება კარგად მიმდინარეობს. ამას დარწმუნებით ვამბობ, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ თვეზე მეტია ერთად ვმუშაობთ. ამ დროის მანძილზე ურთიერთგაგების გარკვეულ დონეს მივაღწიეთ.

ვინ არის ჩემპიონატში გამარჯვების ფავორიტი? რა თქმა უნდა, "მილანი" და "ინტერი", მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, უპირველეს
ყოვლისა, სკუთარ თავზე უნდა ვიფიქროთ, ვიმუშაოთ და ხელები არ უნდა ჩამოვყაროთ", - თქვა კონტემ.

მომზადებულია Corriere dello Sport-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული