პრანდელი: ბალოტელიმ მწვრთნელების რჩევები უნდა გაითვალისწინოს

AutoSharing Option
იტალიის ნაკრების თავკაცის ჩეზარე პრანდელის თქმით, მარიო ბალოტელის ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ მსოფლიო დონის თავდამსხმელი გახდეს, მაგრამ ფეხბურთელმა მწვრთნელების რჩევები უნდა გაითვალისწინოს.

შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელი იტალიის ნაკრების განაცხადში მოხვდა. პრანდელი ახალგაზრდა ფეხბურთელს კიდევ ერთ შანსს აძლევს და დარწმუნებულია, რომ ბალოტელი მოედანზე საჭირო ადგილზე თამაშისას გუნდს სარგებლობას მოუტანს.

"მარიო უნდა გაიზარდოს. მას უნდა ესმოდეს, რომ მისი კარიერა მხოლოდ მის ხელშია. ასევე ძალიან მოუმატა ჯუზეპე როსიმ, რომელიც უკვე ჩამოყალიბებული ფორვარდია და კარგი სისწრაფე აქვს.

რაც შეეხება კასანოს, ანტონიომ წარსულში ბევრი
შანსი დაკარგა და ახლა მას სურს, ევროპის ჩემპიონატზე ითამაშოს", -განახცადა პრანდელიმ.

მომზადებულია Rai Sport-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული