დადასტურდა: ეტოო ანჟიში ითამაშებს

AutoSharing Option
გუშინდელ ნომერში გამცნეთ სამუელ ეტოოს მახაჩკალის "ანჟიში" შესაძლო გადაბასრგების შესახებ. მართალია, ოფიციალურად ტრანსფერი ჯერ არ შემდგარა, მაგრამ თუ გუშინ გავრცელკებულ ცნობებს დავუჯერებვთ, უკვე ყველაფერი გადაწყვეტილია.

საქმე იმაშია, რომ "ინტერის" გენერალურმა დირექტორმა ერნესტო პაოლილომ კამერნელი ფორვარდის რუსეთის პორემიერელიგაში გადაბარგების ამბავი დაადასტურა და შემდეგი განაცხზადა:

"ეტოიომ რუისული კლუბისგან ფანტასტიკური წინადადება მიიღო და გადაწყვიტა, რომ კარიერა "ანჟიში" უნდა გააგრძელოს. ეს ამბავი უკვე გადაწყვეტილია და იმედია, გულშემატკივრები სამუელის არჩევანს გაგებით მოეკიდებიან. ფაქტია, რომ მისი გასხვისება ჩვენი ინიციატივა არ იყო, რადგან მახაჩკალური კლუბისგან მხოლოდ 30
მილიონ ევროს მივიღებთ. დაგვეთანხმებით, ეს არ არის ის თანხა, რომლის გამოც ჩვენ ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს გავასხვისებდით. წასვლა თავად ეტოომ მოისურვა და ძალით მისი გაჩერება გაუმართლებლად მივიჩნიეთ".

თუ რატომ მიიღო ეტოომ ასეთი გადაწყვეტილება, ამის მიზეზებზე გუშინდელ ნომერშიც ვისაუბრეთ – საქმე იმაშია, რომ მახაჩკალურ გუნდში კამერუინელი წელიწადში 20 მილიონ ევროს მიიღებს.

ამასობაში, "ინტერის" მესვეურები უკვე შეუდგნენ ეტოოს შემცვლელის ძებნას და თვალი ნეაპოლისკენ მიაპყრეს, სადაც ესეკილ ლავეცი ეგულებათ. "გაძეტას" მტკიცებით, მასიმო მორატიმ აურელიო დე ლასურენტისს პირადად დაურეკა და პირდაპირ თანხის დასახელება სთხოვა, რაზეც შემდეგი პასუხი მიიღო: 40 მილიონი ევრო. ამბობენ, რომ მორატი მზადაა ნეაპოლური კლუბის ბიუჯეტში 30 მილიონი ევრო გადარიცხოს, ზუსტად იმდენი, რამდენსაც ეტოოს სანაცვლოდ აიღებს. ვნახოით, რა გაგრძელება ექნება ამ ისატორიას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული