საქმე იმაშია, რომ "ინტერის" გენერალურმა დირექტორმა ერნესტო პაოლილომ კამერნელი ფორვარდის რუსეთის პორემიერელიგაში გადაბარგების ამბავი დაადასტურა და შემდეგი განაცხზადა:
"ეტოიომ რუისული კლუბისგან ფანტასტიკური წინადადება მიიღო და გადაწყვიტა, რომ კარიერა "ანჟიში" უნდა გააგრძელოს. ეს ამბავი უკვე გადაწყვეტილია და იმედია, გულშემატკივრები სამუელის არჩევანს გაგებით მოეკიდებიან. ფაქტია, რომ მისი გასხვისება ჩვენი ინიციატივა არ იყო, რადგან მახაჩკალური კლუბისგან მხოლოდ 30
თუ რატომ მიიღო ეტოომ ასეთი გადაწყვეტილება, ამის მიზეზებზე გუშინდელ ნომერშიც ვისაუბრეთ – საქმე იმაშია, რომ მახაჩკალურ გუნდში კამერუინელი წელიწადში 20 მილიონ ევროს მიიღებს.
ამასობაში, "ინტერის" მესვეურები უკვე შეუდგნენ ეტოოს შემცვლელის ძებნას და თვალი ნეაპოლისკენ მიაპყრეს, სადაც ესეკილ ლავეცი ეგულებათ. "გაძეტას" მტკიცებით, მასიმო მორატიმ აურელიო დე ლასურენტისს პირადად დაურეკა და პირდაპირ თანხის დასახელება სთხოვა, რაზეც შემდეგი პასუხი მიიღო: 40 მილიონი ევრო. ამბობენ, რომ მორატი მზადაა ნეაპოლური კლუბის ბიუჯეტში 30 მილიონი ევრო გადარიცხოს, ზუსტად იმდენი, რამდენსაც ეტოოს სანაცვლოდ აიღებს. ვნახოით, რა გაგრძელება ექნება ამ ისატორიას.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"