გარიდო: აღარავინ წავა

AutoSharing Option
"ნაპოლის" ბოსების განცხადებით, კლუბს სატრანსფერო კამპანიის საბოლოოდ დახურვას ერთადერთი საქმეღა აშორებს. მათ "ვილიარელიდან" ჯუზეპე როსის გადაბირება უნდათ.

"სკუადრა აძურას" თავდამსხმელის გადაბირებას "იუვენტუსიც" ცდილობდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა და ბოლოს "რომადან" მირკო ვუჩინიჩი შეიძინა.

"ნაპოლის" ბოსი აურელიო დე ლაურენტისი აცხადებს: "ვილიარეალს" ოფიციალურად მივმართეთ როსის ტრანსფერთან დაკავშირებით. მათგან ჯერჯერობით უარი არ მიგვიღია. მესმის, რომ ყველას "რეალსა" და "ბარსელონაში" თამაში უნდა, მაგრამ ცხოვრებაში ასე არ ხდება და ვნახოთ გამოგვივა თუ არა ეს საქმე".

მართალია დე ლაურტენტისი ამტკიცებს, უარი არ მიგვიღიაოა, მაგრამ ესპანურ პრესასთან საუბარში
"სუბმარინების" თავკაცი ხუან კარლოს გარიდო სულ სხვა რამეს ამბობს, ის დარწმუნებულია, რომ ამჟამად მის ხელთ არსებულ შემადგენლობას მთლიანად შეინარჩუნებს და თუ ვინმესთან განშორება მოუწევს, ეს გუნდის ლიდერი ნამდვილად არ იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული