კონტე: მილანელები წინ არიან

AutoSharing Option
მიუხედავად იმისა, რომ სატრანსფერო პერიოდში "იუვენტუსი" გვარიანად გაძლიერდა, გუნდის მთავარი მწვრთნელის აზრით, სკუდეტოსთვის ბრძოლაში უმთავრესი ფავორიტები მაინც მილანური გრანდები არიან. ანტონიო კონტეს იტალიის სუპერთასის მატჩისთვის უყურებია და პრესასთან სწორედ ამ შთაბეჭდილების ქვეშ ისაუბრა:

"სიმართლე გითხრათ, არ მეგონა თუ ასეთი მაღალი დონის შეხვედრას ვიხილავდი, რადგან სეზონი ჯერ არ დაწყებულა და ფეხბურთელები ოპტიმალური ფორმისგან შორს არიან. ეს იმას ნიშნავს, რომ მილანური გუნდები უკვე მოწოდების სიმაღლეზე არან და სეზონის სტარტსაც კარგად მომზდებულნი ხვდებიან.

ეს ყველაფერი კი კიდევ უფრო მეტად მარწმუნებს იმაში, რომ "მილანი"
და "ინტერი" სკუდეტოსთვის ბრძოლაში მთავარი ფავორიტები არიან. გვინდა თუ არ გვინდა, შემადგენლობით, გამოცდილებით და სხვა არაერთი კრიტერიუმით მილანელები სხვებზე ორი თავით მაღლა დგანან.

შემდეგ მოდიან "ნაპოლი", "რომა" და "ლაციო", გუნდები, რომლებიც სტაბილურად მაღალი ადგილებისთვის იბრძვიან და სატრანსფერო ბაზარზეც გვარიანად იაქტიურეს. ამ ეტაპზე, სწორედ ამ გუნდების კატეგორიაში გამყავს "იუვენტუსი", დანარჩენი კი სეზონის მსვლელობისას გამოჩნდება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული