საქმე ისაა, რომ "ნაპოლი", რომელიც მიმდინარე სეზონში იტალიელის შეძენის მთავარ პრეტენდენტად მიიჩნევა, ფეხბურთელს ჩემპიონთა ლიგისთვის გამაძლიერებლად განიხილავს.
თუმცა შესაძლოა შემდეგ კვირაში როსი "ვილიარეალის" მაისურით მოედანზე "ოდენსესთან", ჩემპიონთა ლიგის 4-ე საკვალიფიკაციო რაუნდში გამოვიდეს. ამ შემთხვევაში, უეფას წესდების თანახმად ფეხბურთელი იტალიურ გუნდს საერთაშორისო ტურნირში ვეღარ დაეხმარება.
"ნაპოლის" ხელმძღვანელობამ მიმდინარე ზაფხულს როსის შეძენაზე შესაძლოა უარი თქვას.
შეგახსენებთ, რომ იტალიელის გადაბირებით ასევე "ბარსელონა" და "იუვენტუსი" იყვნენ დაინტერესებული.
მომზადებულია sports.ru-ს მიხედვით