ჯილარდინო "ჯენოაში" გადადის

AutoSharing Option
"ფიორენტინას" თავდამსხმელი ალბერტო ჯილარდინო "ჯენოაში" სულ მალე გადავა. გენუურ კლუბს ფეხბურთელის ტრანსფერი სავარაუდოდ 12 მილიონი ევრო დაუჯდება.

როგორც გაირკვა, ჯილარდინოსა და "ჯენოას" პრეზიდენტ ენრიკო პრეციოზის შორის შეხვედრა გუშინ გაიმართა, სადაც მხარეები ხელშეკრულების დეტალებზე შეთანხმდნენ. მოსალოდნელია, რომ ფეხბურთელი ახალ კლუბთან 5-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. თავდამსხმელის ხელფასი სავარაუდოდ 1.6 მილიონი ევრო იქნება.

შეგახსენებთ, რომ იტალიელი ფეხბურთელით "პსჟ", "მარსელი" და "ვილიარეალი" იყვნენ დაინტერესებული.

მოსალოდნელია La Gazzetta dello Sport-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული