სარატეც რუსეთში?

AutoSharing Option
რუსული კლუბები იტალიურ ბაზარზე გააქტიურდნენ და სამუელ ეტოოს "ინტერიდან" "ანჟიში" პრაქტიკულად გაჩარხული ტრანსფერიც ამის ნათელი დადასტურებაა.

გარდა ამისა, ამ ზაფხულს დომენიკომ კრიშიტომ "ჯენოას" "ზენიტი" ანაცვალა და კარიერას სანკტ პეტერბურგულ გუნდში გააგრძელებს. დღეს კი იმაზე უნდა მოგახსენოთ, რომ მოსკოვის "სპარტაკის" მესვეურები მაურო სარატეთი დაინტერესდნენ და 24 წლის არგენტინელი ფეხბურთელის სანაცვლოდ "ლაციოს" მესვეურებს 17 მილიონი ევრო შესთავაზეს.

თუ რა პასუხს ამზადებენ "ლაციალები", ამაზე კლუბის სპორტული დირტექტიორი იგლი ტარე მოგახსენმებთ: "მოსკოველებისგან მართლაც მივიღეთ შეთავაზება, მაგრამ საბოლოო პასუხისთვის ჯერ მზად არ ვართ. სარატე გუნდის
ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და მისი გასხბვისება არ გვსურს, მაგრამ მეორე საქმეა, რამდენად ჯდება ის მთავარი მწვრთნელის ტაქტიკურ მონახაზში.

უახლოეს დღეებში ედუარდოს რეიას დაველაპარაკებით და ეს საკითხიც ამის შემდეგ გადაწყდება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული