ჯილარდინო "ჯენოაში" გადადის

AutoSharing Option
მოულოდნელი ინფორმაცია გავრცელდა გუშინ იტალიურ სპორტულ პრესაში, რომლის მიხედვითაც დიდი შანსია, რომ ამ კვირაში ალბერტო ჯილარდინო “ჯენოას” ფეხბურთელი გახდეს.

თურმე, “ჯენოასა” და “ფიორენტინას” შორის მოლაპარაკებები უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს და დასკვნით ფაზაშია შესული. 29 წლის ფორვარდის გადაბირება გენუური კლუბის პრეზიდენტის, ენრიკო პრეციოზის სურვილი ყოფილა და ამის შესახებ პრესასთან თავად ისაუბრა:

“ჯილარდინო თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და მისი გადაბირება დიდი ხანია მსურს. აქამდე ეს არარეალური იყო, მაგრამ დრომ ვითარება შეცვალა და ფლორენციელებთან მოლაპარაკების მაგიდას მივუჯექით. დეტალებზე ვერაფერს მოგახსენებთ, მხოლოდ იმას ვიტყვი,
რომ რაც კი ჩვენზე იყო დამოკიდებული, ყველაფერი გავაკეთეთ. “ფიორენტინას” მესვეურთა პასუხის მოლოდინში ვარ და ჩემი ინფორმაციით, ყველაფერი დადებითად დასრულდება. დიახ, მაქვს ცნობები, რომ ფლორენციელები არ არიან უარს ჯილას შეელიონ, რაც ძალიან მახარებს. ასე რომ, სულ მალე ალბერტო “ჯენოას” ფეხბურთელი გახდება. მჯერა, რომ მასთან ერთად დიდ წარმატებებს მივაღწევთ”.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული