მაძარის ხერხმა არ გაჭრა

AutoSharing Option
სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე, “ნაპოლის” მესვეურები ერთი მაღალი კლასის თავდამსხმელის დამატებას აპირებენ, რადგან სწორედ ასეთია გუნდის მთავარი მწვრთნელის, ვალტერ მაძარის გნებავთ, თხოვნა და გნებავთ, მოთხოვნა.

იტალიურ პრესაში არაერთი ფორვარდის გვარმა გაიჟღერა, თუმცა საქმე უბრალო სიტყვას არ გასცდენია. ბოლო ინფორმაციით კი ვალტერ მაძარი “მანჩესტერ სიტის” იტალიელი შემტევით, მარიო ბალოტელით ყოფილა დაინტერესებული და მისი გადაბირება მოსურვებია. ყველამ კარგად იცის, რომ მარიოს ჭირვეული ხასიათი აქვს, ამიტომ, სენიორ ვალტერი ჟურნალისტებს გაესაუბრა და 21 წლის ფორვარდი ქებით ცაში აიყვანა - მუდმივი კრიტიკის ფონზე, სწორედ ტკბილი სიტყვით
სცადა მისი გულის მოგება... როგორც ჩანს, ამ ხერხმა არ გაჭრა, რაზეც თავად ბალოტელის სიტყვები მეტყველებს:

“მაძარის სიტყვებმა ძალიან გამახარა, რადგან მას თანამედროვეობის ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელად მივიჩნევ. მაძარის თქმით, ბედნიერი იქნებოდა, რომ მის გუნდში ვეხილე, რაც თავისთავად ძალიან სასიამოვნოა. თუმცა, მე “მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელი ვარ და სიმართლე გითხრათ, არსად წასვლას არ ვაპირებ. ინგლისში დიდი მიზნებით ვარ ჩამოსული და აქ კიდევ დიდ ხანს ვაპირებ დარჩენას. შესაბამისად, ჩემი “ნაპოლიში” გადაბარგება ამ ეტაპზე გამორიცხულია”.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული