იბრაჰიმოვიჩი ტრავმირებულია

AutoSharing Option
"მილანის" შემტევი ხაზის ლიდერმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა "მალმისთან" ამხანაგურ შეხვედრაში კოჭის ტრავმა მიიღო.

"რაღაც მომენტში ფეხი ვიტკინე, მაგრამ ერთი საათის თამაშის შემდეგ მივხდი, რომ ვეღარ დავრბივარ. ამჟამად კოჭი ძალიან მტკივა, თუმცა ექიმები მარწმუნებენ, რომ სახიფათო არაფერია", - განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა.

იბრაჰიმოვიჩი მოედნის მიღმა რამდენიმე დღეს დაჰყოფს. სავარაუდოდ ფეხბურთელი იტალიის ჩემპიონატის დაწყებამდე უნდა გამოკეთდეს.

მომზადებულია acmilan.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული