ბოიან კრკიჩს ფანებმა შეურაცხყოფა მიაყენეს

AutoSharing Option
იტალიური "რომას" თავდამსხმელ ბოიან კრკიჩს, რომელიც იტალიაში ამ ზაფხულს "ბარსელონადან" გადაბარგდა, ამხანაგური შეხვედრის შემდეგ ვალენსიელმა ფანებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

მატჩის შემდეგ გულშემატკივართა გარკვეულმა ჯგუფმა ალყა შემოარტყა ესპანელ ფეხბურთელს და რასისტული შეძახილებით შეურაცხყოფა მიაყენა. 20 წლის ფეხბურთელმა ერთ-ერთ ავტობუსს შეაფარა თავი, რომელიც პრესისთვის იყო განკუთვნილი. თვითონ ფეხბურთელმა ასეთი დამოკიდებულება იმით ახსნა, რომ დედამისი კატალონიელი გახლავთ.

ბოიან კრკიჩს ესპანეთის ნაკრებში მხოლოდ ერთი შეხვედრა აქვს ჩატარებული, ხოლო "ბარსელონას" მაისურით ფეხბურთელი 2007-2011 წლამდე გამოდიოდა. ივლისში ესპანელმა რომაელთა თავკაცისგან წინადადება მიიღო იტალიაში გადასვლასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ,
რომ "რომას" მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე ადრე "ბარსელონას" მეორე გუნდს წვრთნიდა.

მომზადებულია France Football-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული