მატჩის შემდეგ გულშემატკივართა გარკვეულმა ჯგუფმა ალყა შემოარტყა ესპანელ ფეხბურთელს და რასისტული შეძახილებით შეურაცხყოფა მიაყენა. 20 წლის ფეხბურთელმა ერთ-ერთ ავტობუსს შეაფარა თავი, რომელიც პრესისთვის იყო განკუთვნილი. თვითონ ფეხბურთელმა ასეთი დამოკიდებულება იმით ახსნა, რომ დედამისი კატალონიელი გახლავთ.
ბოიან კრკიჩს ესპანეთის ნაკრებში მხოლოდ ერთი შეხვედრა აქვს ჩატარებული, ხოლო "ბარსელონას" მაისურით ფეხბურთელი 2007-2011 წლამდე გამოდიოდა. ივლისში ესპანელმა რომაელთა თავკაცისგან წინადადება მიიღო იტალიაში გადასვლასთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ,
მომზადებულია France Football-ის მიხედვით