მართალია, მეორე ნახევარში ტერიტორიულ უპირატესობას პირენეელები ფლობდნენ, მაგრამ სუფთა სათამაშო კომპონენტებში ჩეზარე პრანდელის გუნდი აშკარად აღემატებოდა მოწინააღმდეგეს.
პრანდელი ყურადღების ცენტრშია მოქცეული და კომენტარს კომენტარზე აკეთებს. ჩვენ კი “გაძეტა დელო სპორტის” ჟურნალისტთან მისი საუბრის გადმოქართულებულ ვარიანტს გთავაზობთ, თანაც თემების მიხედვით...
თამაში
ბოლოს ალბათ 70-იან წლებში იყო, როდესაც ყველა ერთხმად
საბედნიეროდ, ჩემმა შეგირდებმა ყველაფერი კარგად შეასრულეს და სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ესპანელებს სრულიად დამსახურებლად მოვუგეთ. პირველ ტაიმში პირველი ნომრით თამაში გადავწყვიტეთ, აქტიურად შევუტიეთ და დავრწმუნდი, რომ დიდად არც ბურთის ფლობის მხრივ ჩამოვუვარდებოდით მეტოქეს. აი მეორეში კი უკან დავიხიეთ და უკვე კონტრშეტევებზე ვცადეთ ბედი - საბედნიეროდ, ეს საქმეც ძალიან კარგად გამოგვივიდა. ერთი სიტყვით, მთლიანობაში ძალიან კმაყოფილი ვარ.
როსი-კასანოს ტანდემი
უკვე მეორედ ხდება, რომ შეტევაში ანტონიო კასანოსა და ჯუზეპე როსის ტანდემს დავეყრდენი. ორივე ძალზედ ტექნიკურია, მობილური და მოძრავი, რაც მეტოქე მცველთათვის დიდ პრობლემას წარმოადგენს. არ ვიცი, რა იქნება მომავალში, მაგრამ დღეს სწორედ მათზე ჩამოვდივარ ფსონს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სხვებს შანსი არ მიეცემათ - პირიქით, ნაკრების კარი ყველასთვის ღიაა, ვინც ჩემს კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს. თუ რა კრიტერიუმებზეა საუბარი, ამის თქმა გამიჭირდება და ვფიქრობ, გულშემატკივრებისთვის ნაკლებად საინტერესოა.
ბალოტელი
მარიო ბალოტელი მუდმივი კრიტიკის ობიექტია, რაც სიმართლე რომ გითხრათ, არ მესმის. ხასიათთან გარკვეული პრობლემები აქვს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველამ ავითვალწუნოთ და ვაკრიტიკოთ. არადა, მას გვერდში დგომა და მხარდაჭერა სჭირდება.
ესპანელებთან ისე ცუდად ნამდვილად არ უთამაშია, როგორც ეს ჟურნალ-გაზეთებში დაწერეს - პირადად მე კმაყოფილი დავრჩი - ბევრი იბრძოლა და, როგორც დავავალე, უკანაც ხშირად ჩამოდიოდა. თუმცა, მან კარგად იცის, რომ დისციპლინის დარღვევის შემთხვევაში, აუცილებლად დაისჯება.
ტაქტიკა
არასდროს მქონია საბაზო ტაქტიკა და ალბათ არც არასდროს მექნება. ყოველთვის იმის მიხედვით ვიქცევი, თუ რა შემადგენლობა მყავს და რომელ მეტოქეს ვეთამაშები. იმ მწვრთნელთა კატეგორიას არ მივეკუთვნები, რომლებსაც არ აინტერესებთ ვის წინააღმდეგ უწევთ თამაში - ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეისწავლო მეტოქის თამაში, გაარკვიო პლუს-მინუსები და შესაბამისი ტაქტიკა-სტრატეგია დაუპირისპირო.
როდესაც იცი მოწინააღმდეგის სვლა, უფრო იოლი ხდება გამარჯვების მოპოვება. ამიტომ, ვერაფრით ვიტყვი. რომელი ტაქტიკაა ჩემთვის ყველაზე მისაღები. იყო პერიოდი, როდესაც “ფიორენტინა” მთელი სეზონი 4-3-3-ით ვათამაშე, თუმცა უფრო ხშირად მაინც ალბათ 4-4-2 გამომიყენებია. თუ იმ ფეხბურთელთა ბირთვს გავითვალისწინებთ, რომლებიც დღეს არის ჩემს განკარგულებაში, აქცენტი ალბათ 4-4-2-ზე გაკეთდება. ეს არც უნდა იყოს გასაკვირი, რადგან იტალიაში მაღალი კლასის გარემარბების დეფიციტია. მართალია, ფლანგზე თამაში კასანოსაც შეუძლია და იგივე როსისაც, მაგრამ ისინი მაინც სუფთა თავდამსხმელები არიან.
გასახდელი
გუნდში ისეთი ატმოსფეროა, როგორსაც ნებისმიერი მწვრთნელი ინატრებდა. თითოეული ფეხბურთელი სანაკრებო მიწვევას დიდი სიხარულით იღებს და ენთუზიაზმითაც თამაშობს. სწორედ ეს არის წარმატების საწინდარი და ამის შესახებ არაერთხელ მისაუბრია. ყველამ კარგად ვიცით, რომ იგივე კასანოს ჭირვეული ხასიათი აქვს, მაგრამ ეროვნული ნაკრების შეკრებაზე ამას ერთი წუთითაც ვერ იფიქრებთ. სულ სხვა პასუხისმგებლობით უდგება საქმეს და ერთ-ერთი სამაგალითოა ამ მხრივ. სწორედ ამიტომ ავირჩიე კაპიტნად ესპანელებთან პაექრობისთვის და ჩემი იმედები ბოლომდე გაამართლა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"