ეტოო ჯერ არ წასულა, მორატი ფორლანზე გადაერთო

AutoSharing Option
დაახლოებით ერთი კვირის წინ გამცნეთ, რომ სამუელ ეტოოს “ინტერიდან” “ანჟიში” გადაბარგების ამბავი პრაქტიკულად გადაწყვეტილი გახლდათ. ეს ინფორმაცია მილანური გრანდის ტექნიკურმა დირექტორმაც კი დაადასტურა, მაგრამ დრო გადის და ტრანსფერი ოფიციალურად ჯერ არ გაჩარხულა. მეტიც, ეტოომ არ გამორიცხა, რომ მოლაპარაკებები შეიძლება ჩიხში შევიდეს და მას “ინტერში” მოუწიოს დარჩენა. აი, რა განაცხადა კამერუნელმა:

“რუსულ კლუბთან მოლაპარაკების აქტიურ ფაზაში ვართ ჩაბმულნი და მართლაც დიდია იმის შანსი, რომ ტრანსფერი შედგეს. თუმცა, იმას ვერაფრით დავეთანხმებით, რომ შეთანხმება შედგა და მე უკვე “ანჟის” ფეხბურთელი ვ
არ. ასე ნამდვილად არ არის და არც იმას გამოვრიცხავ, რომ ამ გუნდის მაისურა არასდროს მოვირგო. მაქვს ინფორმაცია, რომ ჩემით ინგლისური გუნდებიც არიან დაინტერესებულნი და შესაძლოა, ალბიონზეც კი მომიწიოს გადაბარგება. დღეს რაიმეზე კონკრეტულად საუბარი გამიჭირდება, ყველაფერი კი დაახლოებით ერთ კვირაში გადაწყდება”.

ნებისმიერ შემთხვევაში, დიდია იმის შანსი, რომ ეტოომ “ინტერი” დატოვოს და კარიერა სხვა გუნდში გააგრძელოს. შესაბამისად, მილანური გრანდის მესვეურები მისი შემცვლელის ძიებით არიან დაკავებულნი. ერთ-ერთი ვერსიით, არ არის გამორიცხული მასიმო მორატიმ დიეგო ფორლანის გადაბირება შეძლოს, რადგან ამ მიმართულებით თურმე უკვე აქტიურად მუშაობს.

“გაძეტა დელო სპორტის” ცნობით, “ნერაძურის” პრეზიდენტმა ურუგვაელი ფორვარდის სანაცვლოდ 17 მილიონი ევრო გადადო და მზადაა ნებისმიერ დროს მადრიდის “|ატლეტიკოს” ბიუჯეტში გადარიცხოს. ამ საკითხზე კომენტარს “ინტერის” სპორტული დირექტორი მარკო ბრანკა აკეთებს:

“არ აქვს მნიშვნელობა წავა თუ არა გუნდიდან სამუელ ეტოო, დიეგო ფორლანი ნებისმიერ შემთხვევაში სასურველი ფეხბურთელია და თუ მისი გადაბირების შანსი მოგვეცა, ამას აუცილებლად გამოვიყენებთ. ჯერჯერობით, მადრიდული კლუბის მესვეურებისთვის ოფიციალური წინადადებით არ მოგვიმართავს, მაგრამ სავარაუდოდ, ამას უკვე უახლოეს დღეებში გავაკეთებთ. თანხაზე საუბარი გამიჭირდება, რადგან ეს საკითხი ჯერ კიდევ განსახილველია”.

ბრანკას თქმით, მორატის ჯერ არ გაუკეთებია შეთავაზება მადრიდელი კოლეგისთვის და 18 მილიონი ევროს თემასაც მონაჩმახი უწოდა, მაგრამ “გაძეტა” თავისას არ იშლის და გვიმტკიცებს, რომ “ინტერი” სწორედ ამ თანხის სანაცლოდ შეეცდება ფორლანის გადაბირებას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული