“რუსულ კლუბთან მოლაპარაკების აქტიურ ფაზაში ვართ ჩაბმულნი და მართლაც დიდია იმის შანსი, რომ ტრანსფერი შედგეს. თუმცა, იმას ვერაფრით დავეთანხმებით, რომ შეთანხმება შედგა და მე უკვე “ანჟის” ფეხბურთელი ვ
ნებისმიერ შემთხვევაში, დიდია იმის შანსი, რომ ეტოომ “ინტერი” დატოვოს და კარიერა სხვა გუნდში გააგრძელოს. შესაბამისად, მილანური გრანდის მესვეურები მისი შემცვლელის ძიებით არიან დაკავებულნი. ერთ-ერთი ვერსიით, არ არის გამორიცხული მასიმო მორატიმ დიეგო ფორლანის გადაბირება შეძლოს, რადგან ამ მიმართულებით თურმე უკვე აქტიურად მუშაობს.
“გაძეტა დელო სპორტის” ცნობით, “ნერაძურის” პრეზიდენტმა ურუგვაელი ფორვარდის სანაცვლოდ 17 მილიონი ევრო გადადო და მზადაა ნებისმიერ დროს მადრიდის “|ატლეტიკოს” ბიუჯეტში გადარიცხოს. ამ საკითხზე კომენტარს “ინტერის” სპორტული დირექტორი მარკო ბრანკა აკეთებს:
“არ აქვს მნიშვნელობა წავა თუ არა გუნდიდან სამუელ ეტოო, დიეგო ფორლანი ნებისმიერ შემთხვევაში სასურველი ფეხბურთელია და თუ მისი გადაბირების შანსი მოგვეცა, ამას აუცილებლად გამოვიყენებთ. ჯერჯერობით, მადრიდული კლუბის მესვეურებისთვის ოფიციალური წინადადებით არ მოგვიმართავს, მაგრამ სავარაუდოდ, ამას უკვე უახლოეს დღეებში გავაკეთებთ. თანხაზე საუბარი გამიჭირდება, რადგან ეს საკითხი ჯერ კიდევ განსახილველია”.
ბრანკას თქმით, მორატის ჯერ არ გაუკეთებია შეთავაზება მადრიდელი კოლეგისთვის და 18 მილიონი ევროს თემასაც მონაჩმახი უწოდა, მაგრამ “გაძეტა” თავისას არ იშლის და გვიმტკიცებს, რომ “ინტერი” სწორედ ამ თანხის სანაცლოდ შეეცდება ფორლანის გადაბირებას.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"