ლეონარდომ ანჩელოტის პსჟ-ს მთავარი მწვრთნელის პოსტი შესთავაზა

AutoSharing Option
პსჟ-ს სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ იტალიელ სპეციალისტს ანჩელოტის პარიზული კლუბის სათავეში ჩადგომა შესთავაზა. ანჩელოტიმ ეს წინადადება შესაძლოა უახლოეს ხანში მიიღოს.

პსჟ-ს ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი ანტუან კომბუარე არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო შესაძლოა გაათავისუფლონ, რომელსაც გუნდი ჩემპიონატის სტარტზე აჩვენებს. შეგახსენებთ, რომ ორ მატჩში კლუბმა მხოლოდ ერთი ქულა მოიპოვა.

ანჩელოტი ბოლოს "ჩელსიში" მუშაობდა, რომელსაც სათავეში 2009-დან 2011 წლამდე ედგა.

მომზადებულია L`Equipe-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული