მილიტო: გუნდს გამარჯვებებს მოვუტან

AutoSharing Option
მილანის "ინტერის" თავდამსხმელმა დიეგო მილიტომ პირობა დადო, რომ მეტოქის კარში გოლებს ისევ გაიტანს, როგორც ამას 2009\2010 წლების სეზონში აკეთებდა.

"კლუბის გულშემატკივრებს ნერვიულობის საბაბი არ უნდა ჰქონდეთ. მე ისევ გავიტან გოლებს და გუნდს გამარჯვებებს მოვუტან", - განაცხადა მილიტომ.

მილიტომ ასევე დაამატა, რომ ახალ სეზონში "მილანს" და "იუვენტუსს" უნდა უფრთხოდნენ, რადგან სწორედ ეს გუნდები იქნებიან "ინტერის" მთავარი კონკურენტები სკუდეტოსთვის ბრძოლაში.

"მილანს" პატივს ვცემ, მაგრამ მაინც შევეცდებით ვაჯობოთ. რაც შეეხება "იუვენტუსს", არ ვიცი ამ გუნდისგან რას უნდა ველოდოთ, თუმცა იმის თქმა შემიძლია, რომ
ტურინელებთან სიფრთხილე გვმართებს. "ბებერმა ქალბატონმა" აგუეროს გადაბირება ვერ მოახერხა, რომელიც გუნდს ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ძალიან გამოადგებოდათ", - აღნიშნა მილიტომ.

მომზადებულია Corriere dello sport-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული