ტოტი: კასანოსთან არ ვმეგობრობ

AutoSharing Option
“კორიერე დელო სპორტის” მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “რომას” მესვეურები ანტონიო კასანოს გადაბირების საკითხით დაკავდნენ, აღნიშნული ინიციატივა კი თითქოს, ფრანჩესკო ტოტისგან მოდიოდა.

თითქოს კი იმიტომ, რომ ჩესკომ მეორე გამოცემას, “გაძეტა დელო სპორტს” მისცა კომენტარი და გავრცელებული ცნობა უარყო:

“კასანოსთან მეგობრული ურთიერთობა ნამდვილად არ მაკავშირებს და ვერ ვხდები საიდან ვრცელდება ასეთი აბსურდული ინფორმაციები. მისი ტელეფონის ნომერიც კი არ მაქვს და სულ რომ ძალიან მინდოდეს, არც კი ვიცი, როგორ უნდა დავუკავშირდე.

თანაც, კლუბის სატრანსფერო პოლიტიკაში არ ვერევი და სიმართლე გითხრათ, არც მაქვს სურვილი
რომ ჩავერიო. არ უარვყობ, იყო დრო, როდესაც ბევრ რამეს მე ვწყვეტდი, მაგრამ ის დრო წარსულს ჩაბარდა - ტრანსფერებით სულ სხვა ადამიანები არიან დაკავებულნი და მათ კომპეტენციაში ჩარევის სურვილი ნამდვილად არ მაქვს”.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული