"ლაციო" სარატეს 20 მილიონად შეელევა

AutoSharing Option
რომის "ლაციოს" სპორტულმა დირექტორმა იგლი ტარემ განაცხადა, რომ კლუბი მზადაა თავდამსხმელის მაურო სარატეს გასხვისების საკითხი განიხილოს.

"მართალია, სარატე "ლაციოს" საჭირო და მნიშვნელოვანი მოთამაშეა, მაგრამ ჩვენ მზად ვართ მის ყიდვასთან დაკავშირებით წინადადები განვიხილოთ~, - განაცხადა ტარემ.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ვრცელდებოდა ცნობა, რომ 24 წლის არგენტინელი ფეხბურთელით დაინტერესებას მოსკოვის "სპარტაკი", "არსენალი", "ტოტენჰემი" და "ჩელსი" იჩენდნენ. სარატეს სატრანსფერო ფასი 20 მილიონი ევროთი განისაზღვრება.

მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული