ეტო'ო "ინტერში" თავის პარტნიორებს გამოემშვიდობა

AutoSharing Option
"ინტერის" კამერუნელი თავდამსხმელი სამუელ ეტო'ო მილანურ გუნდში თავის პარტნიორებს უკვე დაემშვიდობა. 30 წლის ფეხბურთელის მახაჭყალის "ანჟიში" ტრანსფერი საბოლოოდ ორშაბათს, 22 აგვისტოს უნდა გაფორმდეს.

"ყველას დიდი მადლობა. "ინტერს" ყოველთვის მხარს დავუჭერ და იმედი მაქვს, რომ გუნდი ჩემს გარეშეც გაიმარჯვებს", - უთხრა ეტო'ომ გუნდში თავის პარტნიორებს.

იტალიური პრესის ინფორმაციით "ანჟი" და "ინტერი" 25 მილიონ ევროზე შეთანხმდნენ და კიდევ 4 მილიონი "ნერაძურიმ" შესაძლოა ბონუსის სახით მიიღოს, რაც ფორვარდის წარმატებულ გამოსვლაზე იქნება დამოკიდებული.

მომზადებულია Gazzetta dello Sport-ის მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული