"ამ დღეებში ფეხბურთელის აგენტს შევხდები და მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებ მოლაპარაკებების პროგრესზე საუბარს. რა თქმა უნდა გვინდა დე როსისთან სეზონის დაწყებამდე გავახანგრძლივოთ კონტრაქტი. მგონია, რომ დანიელესაც უნდა რომში დარჩენა და ამიტომ მხოლოდ ფორმალური მხარე გვრჩება მოსაგვარებელი.
შეგახსენებთ, რომ "რომას" ხელმძღვანელობა ამ პროცესს იმის გამო აჭიანურებს, რომ ფეხბურთელს სურს წელიწადში ხელფასის სახით 4 მილიონი ევრო მიიღოს.
მომზადებულია Romanista-ს მიხედვით