კამერუნელი ფეხბურთელის კონტრაქტი "ინტერთან" 2014 წლამდე გრძელდებოდა, რომლის მიხედვით სამუელი სეზონში 12 მილიონ ევროს იღებდა. ყველა გადასახადის ჩათვლით იტალიელებს ეტო'ოსთვის ხელფასის გადახდა 24 მილიონი ევრო უჯდებოდა. ამიტომ თავდამსხმელის წასვლის შემდეგ "ინტერი" 72 მილიონ ევროს დაზოგავს.
შეგახსენებთ, რომ 30 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი საბოლოოდ ორშაბათს, 22 აგვისტოს გაფორმდება.
მომზადებულია Gazzetta dello Sport-ის მიხედვით