სავარაუდო ტრანსფერი - გალიანიმ აკვილანი დაადასტურა

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც “მილანი” ანდრეა პირლომ დატოვა და “იუვენტუსში” გადავიდა, ადრიანო გალიანი მისი ღირსეული შემცვლელის ძიებით გახლავთ დაკავებული.

კარგა ხანს ვრცელდებოდა ინფორმაციები რიკარდო მონტოლივოს “მილანელოზე” გადაბარგების შესახებ, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა და თუ “ფიორენტინას” სპორტულ დირექტირს, პანტელეო კორვინოს დავუჯერებთ, არც შედგება. შესაბამისად, “მილანის” მესვეურები ალტერნატიულ ვარიატზე გადაერთვნენ და ალბერტო აკვილანის მიმართულებით გააქტიურდნენ.

აკვვილანი “ლივერპულის” საკუთრებაა, გასული სეზონი კი იჯარის წესით “იუვენტუსში” გაატარა. 27 წლის შუახაზელი ანტონიო კონტეს გეგმებში ვერ ჩაჯდა და კვლავ ინგლისურ გუნდში მოუწია დაბრუნება, თუმცა ალბერტო დიდად არც
მერსისაიდელებს სჭირდებათ და შესაბამისად, ტრანსფერზე ჰყავთ დაყენებული.

“მილანისა” და “ლივერპულის” მესვეურებს შორის პირველი შეხვედრა დაახლოებით ათი დღის წინ შედგა და სწორედ მაშინ გაირკვა, რომ ინგლისელები აკვილანის სანაცვლოდ 10 მილიონ ევროს ითხოვენ. “გაძეტას” მტკიცებით, “მილანელებმა ფასის დაკლება მოითხოვეს და თანხა 7 მილიონამდე დავიდა, რაც სავარაუდოდ გახდება კიდეც მოლაპარაკების წარმატებით დასრულების საწინდარი.

ადრიანო გალიანი არ უარყოფს, რომ აკვილანი “მილანის” ინტერესის სფეროშია: “ნახევარმცველის დამატებას ვაპირებთ და ჩვენი სურვილია, რომ ეს ფეხბურთელი აკვილანი იყოს. მოლაპარაკების პროცესში ვართ ჩართულნი და ვნახოთ, როგორ დასრულდება ეს ყველაფერი. თუ ინგლისელები გარკვეულ დათმობაზე წამოვლენ, შეთანხმება აუცილებლად შედგება. ჩვენი მიზანია, რომ გუნდი ყველა რგოლში თანაბრად კარგად იყოს დაკომპლექტებული და კონკურენცია კიდევ უფრო გაიზარდოს”.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული