ბერლუსკონის თასზე "მილანმა" "იუვენტუსი" დაამარცხა

AutoSharing Option
"მილანის" პრეზიდენტმა სილვიო ბერლუსკონიმ მამამისის სახელობის ყოველწლიურ ტურნირზე "იუვენტუსთან" (2:1) მოგებული მატჩის შემდეგ აღნიშნა, რომ მისმა გუნდმა შეხვედრის პირველი ტაიმი შესანიშნავად ჩაატარა.

კლუბის 74 წლის მფლობელის აზრით, მეორე ტაიმში ჩავარდნის მიზეზი ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეების არყოფნა იყო. ბერლუსკონის თასი უკვე 21-ედ ჩატარდა. "მილანის" ამჟამინდელმა მფლობელმა ტურნირი 1991 წელს მისი მამის, ლუიჯის პატივსაცემად დაარსა.

"მეორე ტაიმში "მილანის" შემადგენლობაში ძირითადის მხოლოდ 4 ფეხბურთელი იყო, მაშინ როდესაც "იუვენტუსი" სრული შემადგენლობით თამაშობდა. ამის გამო ჩვენ უფრო დაცვიდან თამაში ვარჩიეთ. პირველ ტაიმში კი ჩვენი ბიჭები მატჩის
მიმდნარეობას აკონტროლებდნენ და ორი ლამაზი გოლი გაიტანეს.

ზეედორფი თავისი საქმის ოსტატია. მისი თამაშის ყურებისას სიამოვნებას ვიღებდი. საოცრებაა როგორ გაიტანა მან საჯარიმოდან გოლი. კლარენსი ძალიან ჭკვიანი ადამიანია და თამაშის დროს ჭკუის გამოყენება იცის.

ასევე ძალიან მომეწონა კასანო, მან შეხვედრა კარგად ჩაატარა და გოლის გატანასთან ახლოს იყო. პირლოს "იუვენტუსის" მაისურით ხილვა კი ძალიან უცნაურია. ის დიდი ფეხბურთელია და მისით აღტაცებული ვარ. სამწუხაროა, რომ მასთან განშორება მოგვიხდა - მისთვის კონტრაქტის გაფორმება ძალიან ძვირი დაგვიჯდებოდა", - განაცხადა ბელუსკონიმ.

მომზადებულია acmilan.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული