კონტე: "იუვენტუსმა" იცის, რომ თამაში უნდა გააუმჯობესოს

AutoSharing Option
"იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ლუიჯი ბერლუსკონის თასზე მისი გუნდის "მილანთან" დამარცხებაზე ისაუბრა. ეს მატჩი გუშინ "სან სიროზე" გაიმართა და "როსონერის" გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

"გამარჯვებების შემდეგ ამაყნი არ უნდა გავხდეთ, მარცხის შემდეგ კი დეპრესიაში არ უნდა ჩავვარდეთ. ვიცით, რომ საკუთარი თამაშის გაუმჯობესება გვჭირდება და ეს ნორმალურია, რადგან მუშაობა ჯერ კიდევ არ დაგვისრულებია.

მინდა აღვნიშნო, რომ "იუვენტუსმა" მეორე ტაიმში კარგად ითამაშა. ფრე უფრო სამართლიანი შედეგი იქნებოდა.

წინ "უდინეზესთან" მატჩი გველის და ამ თამაშის წინ თავდაჯერებული ვარ, რადგან ჩემი გუნდი თამაშს აუმჯობესებს",
- განაცხადა კონტემ.

მომზადებულია juventus.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული