"გამარჯვებების შემდეგ ამაყნი არ უნდა გავხდეთ, მარცხის შემდეგ კი დეპრესიაში არ უნდა ჩავვარდეთ. ვიცით, რომ საკუთარი თამაშის გაუმჯობესება გვჭირდება და ეს ნორმალურია, რადგან მუშაობა ჯერ კიდევ არ დაგვისრულებია.
მინდა აღვნიშნო, რომ "იუვენტუსმა" მეორე ტაიმში კარგად ითამაშა. ფრე უფრო სამართლიანი შედეგი იქნებოდა.
წინ "უდინეზესთან" მატჩი გველის და ამ თამაშის წინ თავდაჯერებული ვარ, რადგან ჩემი გუნდი თამაშს აუმჯობესებს",
მომზადებულია juventus.com-ის მიხედვით