ჯილარდინოს მსურველები არ ელევა

AutoSharing Option
ალბერტო ჯილარდინოზე ნამდვილი ტაციაობაა გაჩაღებული და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, “ფიორენტინას” დატოვება მოუწევს. აი, სად გააგრძელებს კარიერას, ეს ჯერ კიდევ გასარკვევია.

ერთი ხანობა, მის მომავალს ფრანგულ პსჟ-ს უკავშირებდნენ, რომელიც ისედაც გვარიანად გაძლიერდა და კიდევ აგრძელებს სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას. ბოლო დღეებში ჯილას “ჯენოაში” შესაძლო გადასვლის შესახებ იწერებოდა, გენუური კლუბის პრეზიდენტმა კი ტრანსფერი განხორციელებულად გამოაცხადა. თუმცა, როგორც შემდეგ გამოჩნდა, ენრიკო პრეციოზიმ იჩქარა და 29 წლის თავდამსხმელი სულ ტყუილად გამოაცხადა “ჯენოას” ფეხბურთელად. ჯილა ჯერ კიდევ “ვიოლაშია” და ახალ ახალ წინადადებებს იღებს. თუ
არ გჯერათ, “ნაპოლის” პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტუსს მოუსმინეთ:

“თავდასხმის ხაზით კმაყოფილი ვარ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაძლიერებაზე უარი უნდა ვთქვათ. გულშემატკივრებს მაღალი კლასის ფორვარდის გადაბირებას შევპირდი და სიტყვას აუცილებლად ავასრულებ. რამდენიმე დღის წინ, “ფიორენტინას” მესვეურებს შევეხმიანეთ და ალბერტო ჯილარდინოს შესახებ ჩამოვუგდეთ სიტყვა. მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს და დიდია შანსი, წარმატებით დასრულდეს. დღეს, უფრო მეტს და საინტერესოს ვერაფერს გეტყვით, თუმცა ყველაფერი მალე გაირკვევა”.

“კორიერე დელო სპორტის’ ინფორმაციით, დე ლაურენტისმა ფლორენციელ კოლეგას ჯილარდინოს სანაცვლოდ 10 მილიონი ევრო შესთავაზა, რაც დელა ვალეებს ეცოტავათ. ლაპარაკია იმაზე, რომ თანხა 15 მილიონამდე გაიაზრდოს – ყველაფერი მართლაც რამდენიმე დღეში გაცხადდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული