დი ბენედეტო: ტოტი საუკეთესოა

AutoSharing Option
წინა ნომერში გაცნობეთ, რომ ფრანჩესკო ტოტიმ უკვე აუშვა აფრები და ლუის ენრიკე სასტიკად გააკრიტიკა. ეს ყველაფერი მას შემდეგ მოხდა, რაც ესპანელმა სპეციალისტმა “სლოვანთან” ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობის მიღმა დატოვა.

ტოტიმ ენრიკეს საჯაროდ მოუწოდა, რომ წარსულ დამსახურებებს და გამოცდილებას მეტი პატივისცემით მოეკიდოს. მოკლედ, პუპონე გაცხარდა, ასეთ დროს კი მას ყველაზე მეტად ერთ-ორი ტკბილი სიტყვა შველის. როგორც ჩანს, კლუბის ახალმა მეპატრონე ტომას დი ბენედეტომ მისი ხასიათი კარგად შეისწავლა და პრესასთან შემდეგი განცხადება გააკეთა:

“საშულო კლასის მეტოქესთან მარცხი ყველას გვეწყინა,
მაგრამ უმჯობესია ემოციები მოვთოკოთ და ჩვენ ჩვენი საქმე მშვიდად ვაკეთოთ. შეხვედრას მივადევნე თვალი და მიუხედავად ხარვეზებისა, დავრწმუნდი, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ.

რაც შეეხება ტოტის გულისწყრომას, ესეც სავსებით ბუნებრივია, რადგან როდესაც შენი გუნდი მარცხდება, გსურს, რომ მოედანზე იყო და თანაგუნდელებს დაეხმარო. ეს ფეხბურთია, სადაც ემოციების გარეშე არაფერი ხდება. ისე კი, მეც და ლუის ენრიკეც ტოტიზე უდიდეს იმედებს ვამყარებთ, ფრანჩესკო “რომას” ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია და მას დაფასება არასდროს დააკლდება”.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ტოტი მაგარი კაცია,უძლიერესია
taro
22:18 23-08-2011
0

სიახლეები პოპულარული