ამაურის ერთი კვირა დარჩა, რომ ახალი კლუბი იპოვოს. "იუვენტუსის" მწვრთნელი ანტონიო კონტე ბრაზილიელს თავის გეგმებში ვერ ხედავს.
იტალიელების ინფორმაციით, ამაურის დაბრუნება "პარმას" სურს, ასევე მის შეძენას "პალერმო", "ნაპოლი" და "ჯენოა" ცდილობენ.
თავდამსხმელის თქმით, მას იტალიაში დარჩენა უნდა, მაგრამ, შესაძლოა, ფეხბურთელმა კარიერა ბუნდესლიგაში გააგრძელოს. მოსალოდენლია, რომ ახლო მომავალში "იუვენტუსს" ოფიციალურ შეთავაზებას "ვოლფსბურგი" გაუკეთებს, რომელიც სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე გუნდის შემადგენლობას აძლიერებს.
მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით